მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF მთავრობას სასამართლო რეფორმის აუცილებლობას ახსენებს

6149df4ab0ca4
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.21 17:34
920
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას.

სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება.

IMF-ის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ძირითადი რეფორმის დანერგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული; დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სავალუტო ფონდი ამ რეფორმების დანერგვის დაბალი ტემპის შესახებ საუბრობს.

პროგრამით გათვალისწინებულ რეფორმებთან ერთად, მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს.

“IMF-ის გუნდი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კარგი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი. IMF-ის გუნდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლებრივი სისტემის რეფორმის მნიშვნელობას. ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა მოეხდინა სისტემის მოდიფიცირება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად დაენერგა მოსამართლეთა დანიშვნის უფრო გამჭვირვალე წესები, თუმცა ამ მიმართულებით თავად ვენეციის კომისია და საქართველოს განვითარების პარტნიორები რეფორმის სრულფასოვნად განხორციელების და მისი ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას უსვამენ ხაზს,” - ნათქვამია სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.