IMF-ს ახალი პროგრამის დაწყება საქართველოში ჭიანურდება და ეს იმის მანიშნებელია, რომ ის არ უნდა მთავრობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მთავრობას არ უნდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რაც სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით ვალდებულებების ნაწილშია გათვალისწინებული.
კერძოდ, IMF-ის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო კომპანიების მმართველობის გაუმჯობესება და მათი კორპორატიზაციის ხელშეწყობაა. ეს საკითხი ფონდის წინა პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტიც იყო. მრავალმილიარდიანი ზარალი, კორუფციის და გაუმჭვირვალე მმართველობის რისკები და მსხვილი საკრედიტო ვალდებულებები, ეს ის ფაქტორებია, რომელთა გამოც ფონდი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების რეფორმისკენ მოუწოდებს.
„სახელმწიფო საწარმოები არის პარაზიტი სტრუქტურა ჯანსაღი ეკონომიკის სხეულზე. სახელმწიფო საწარმოები იძარცვება, არის მუდმივად წამგებიანი და ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტი შეავსოს და ეკონომიკა გაზარდოს, პირიქით, მუდმივი დახმარება სჭირდება. მათ შორის არის რკინიგზა, ელექტროგადაცემა, გაზის სექტორი“, - ამბობს რომან გოცირიძე და ხაზს უსვამს სავალუტო ფონდის პროგრამების მნიშვნელობას ქვეყნისთვის:
„საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში მაკროეკონომიკური სტაბილურობის გარანტი თითქმის ყოველთვის სავალუტო ფონდის პროგრამა იყო, ფული მოდიოდა ფონდიდან. ფული უნდათ, მაგრამ პროგრამა არ უნდათ - ასე შეიძლება დავახასიათოთ საქართველოს ყველა მთავრობა, მათ შორის ის მთავრობაც, რომლის წევრი მეც ვიყავი.
სავალუტო ფონდის პროგრამა ნიშნავს, რომ ის აკონტროლებს სავალუტო და ფისკალურ ნაწილს და არ მისცემს ხელისუფლებას გალაღების საშუალებას. სავალუტო ფონდი რეალურად არის ლარის პირმშოც - მან მოგვცა პირველი ფული, რომელიც ეროვნული ბანკის რეზერვებში წავიდა და მთლიანად სტაბილურობის გარანტიც. ფონდის სავალუტო ტრანშების გარეშე არ იარსებებდა არც ეკონომიკა და არც ლარი. ამ ტრანშებს შემდეგ მოჰყვებოდა მსოფლიო ბანკის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სესხები, ვინაიდან სავალუტო ფონდი იყო მათთვის გარანტი რომ ქვეყანაში ფული არ გაიფლანგებოდა, და ინფლაციით ან სხვა რაიმე ძვრებით ქვეყანაში არ შეირყეოდა სტაბილურობა. მაგრამ არტახები არ უნდა ხელისუფლებას, ფული უნდათ“, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე პროგნოზით, დაიწყება თუ არა სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ „იქნება ზეწოლა სავალუტო ფონდიდან და სიგნალი სხვა ფონდებისგან“.
რა ეტაპზეა საქართველოში IMF-ის ახალი პროგრამის დაწყება?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი