მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF: "საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გვერდით დგას"

5e71e553d63b6
სალომე მეცხვარიშვილი
18.03.20 13:38
2506
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გვერდით დგას,- ამის შესახებ საერთაშრისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა განაცხადა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ.

საქართველომ მიმართა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში ქვეყნისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით.

სელიმ ჩაკირის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, რათა კორონავირუსის გამო არსებული შოკის ეფექტი და გავლენის შეფასდეს და შერბილდეს.

“საერთაშრისო სავალუტო ფონდი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადმულ დროულ და გადამწყვეტ ნაბიჯებს კორონავირუსის ეფექტურ მონიტორინგის, შეკავებისა და განეიტრალების მიმართულებით. პირველი რიგის პრიორიტეტი ფისკალური რეაგირების კოტექსტში არის წინა ხაზზე ჯანდაცვის ხარჯების უზრუნველყოფა, ხალხის კეთილდღეობის დაცვა, დაავადებულებზე ზრუნვა და ვირუსის გავრცელების შენელება.

ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვების და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან საბრძოლველად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს, საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, შოკის ეფექტის და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ამ გამოწვევებით აღასვსე და რთულ ვითარებაში”- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.