მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF საქართველოს ფისკალურ რეფორმას წარმატების მაგალითად აღიარებს

5db6de9a3337f
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.19 16:42
1006
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, “ქეის სთადის” სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები არის წარმოდგენილი. საქართველოს მაგალითი IMF-ის შეფასებით, მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც გადასახადების ადმინისტრირების კუთხით, წლიდან წლამდე პრობლემები ექმნებათ.

"საქართველომ ქვეყნის ფისკალური სექტორის მდგრადობის გასაზრდელად ძირითადი რეფორმები ჩაატარა, რომლის შედეგადაც, გაუმჯობესდა ბიზნეს კლიმატი, შემცირდა კორუფცია და ფისკალური ინსტიტუტების მდგრადობა გაიზარდა.

2003 წლიდან საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები საჯარო სექტორისა და ფისკალური ინსტიტუტების გასამყარებლად. მთავრობამ მიიღო ზომები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს პროცესი შედგებოდა ბიუჯეტის შესახებ ახალი კანონის მიღებით, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტის უნიფიკაციით, გაძლიერდა შემოსავლების დაგეგმვის სისტემა, გაუმჯობესდა ბიუჯეტის აღსრულების პროცესი, დაიწყო პროგრამული ბიუჯეტირება, დაინერგა ფისკალური დისციპლინის ზომები, გამარტივდა საგადასახადო სისტემა, რადიკალურად გაუმჯობესდა საგადასახადო ადმინისტრირდება, დაინერგა ელექტრონული საგადასახადო სერვისები და ელექტრონული ტენდერები.
გაუმჯობესდა ანალიტიკური შესაძლებლობები, გამოიკვეთოს ფისკალური რისკები", -  ნათქვამია რეგიონალურ მიმოხილვაში.