საქართველოში უმუშევრად დარჩენილი იმ მოქალაქეების სუბსიდირება მოხდება, რომლებმაც COVID-19-ისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის შედეგად, სამსახურები დაკარგეს. სუბსიდიის ფარგლებში იგეგმება ერთ ადამიანზე 6 თვის განმავლობაში 150 ლარის გაცემა. შესაბამისად, ერთ მოქალაქის უმუშევრობის კომპენსაციაზე საქართველოს მთავრობა 900 ლარს დახარჯავს.
ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც ყველა ქვეყანაში კორონავირუსის გამოწვევების საპასუხოდ უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ ზომებს მოიცავს.
როგორც IMF-ის ვებგვერდზე წერია, ეს დახმარება მიმართული იქნება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დასაქმებული (ანუ იხდიდნენ საშემოსავლო გადასახადს) და COVID-19-ის გამო, დარჩნენ უმუშევრები.
აღნიშნულთან დაკავშირებით bm.ge დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ოფიციალურ კომენტარს ხვალ გააკეთებენ.
რაც შეეხება დანარჩენ ინფორმაციას, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერს:
„საქართველოს მთავრობამ, 1 აპრილს 13 მარტს გამოცხადებული 1-მილიარდიანი პაკეტის ზრდის შესახებ გააკეთა განცხადება და ის 2 მილიარდ ლარამდე, ანუ საქართველოს მშპ-ის 4%-მდე გაზარდა. პირველი პაკეტი მოიცავდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას ტურიზმის სექტორისთვის 2020 წლის ნოემბრამდე, საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას მცირე და საშუალო ზომის სასტუმროებზე, საკრედიტო საგარანტიო სქემის გაზრდას, დღგ–ს ანაზღაურების დაჩქარებას და გაზრდილ კაპიტალურ ხარჯებს“, – წერია ინფორმაციაში საქართველოს შესახებ.
გარდა ამისა, აღნიშნულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, რაც ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადახდის უზრუნველყოფას მოიცავს სამი თვით იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 200 კვ.სთ–ზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარენ თვეში მარტიდან მაისის ჩათვლით.
„351 მილიონი ლარი მიმართული იქნება ჯანდაცვის სექტორის დანახარჯებზე, მათ შორის ლაბორატორიულ ტესტირებაზე, კარანტინის ხარჯებზე და ასევე ჰოსპიტალიზაციასთან, სამედიცინო მკურნალობასა და მარაგებთან დაკავშირებულ გაზრდილ დანახარჯებზე“, – აღნიშულია ინფორმაციაში.
IMF–ი წერს, რომ ის ბიზნესები, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები ასევე მიიღებენ სუბსიდიას. გარდა ამისა, მთავრობა უზრუნველყოფს 9 მნიშვნელოვანი პროდუქციის (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო და წიწიბურა) იმპორტის სუბსიდირებას ჯამში 50 მილიონი ლარის ოდენობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო