მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-თან შეთანხმებით, "საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობა 2021 წელსაც შეიზღუდება

5fe0632f87d66
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.20 12:55
1614
გამოქვეყნდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული პირობები, რომელთა დაცვასაც საქართველო გეგმავს. ერთ-ერთი პუნქტი ამ პირობებს შორის “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, უკვე მიმდინარე პროექტების დაფინანსების გარდა, სხვა ფინანსური აქტივობა 0-მდე იქნება შეზღუდული.

“საპარტნიორო ფონდი არ მოახდენს ახალ პროექტებში შესვლას და არ მოახდენს ახალი ვალდებულებების აღებას", - ნათქვამია დოკუმენტში.

საპარტნიო ფონდის და სახელმწიფო საწარმოების სექტორის რეფორმირება საქართველოს მიერ IMF-თან აღებული ვალდებულებების ნაწილს წარმოადგენს. ფონდის შეფასებით, აუცილებელია, გაიზარდოს ამ ორგანიზაციების ეფექტიანობა, რათა მათი მხრიდან მომავალი ფისკალური წნეხი შემცირდეს. ამასთანავე, საუბარია, სტრუქტურულ ცვლილებებზეც - კერძოდ, ფონდის შეფასებით, უნდა შეიცვალოს სახელმწიფო სექტორის კლასიფიკაცია და მასში მსხვილი საწარმოებიც უნდა შევიდეს, მათ შორის საპარტნიორო ფონდი, ესკო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ამ გაერთიანების შედეგად, ამ კომპანიების მიერ აღებული ვალი საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის ნაწილი გახდება. სხვა ცვლილებებთან ერთად, IMF საქართველოს მთავრობას საპარტნიორო ფონდისთვის "სააქციო საზოგადოების" სტატუსის ჩამორთმევის რეკომენდაციით გამოდის. 

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფო საწარმოებმა 2019 წელს, ჯამში, 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს, 2018 წელს კი, მათი ზარალი 816 მილიონი ლარი იყო.