მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრას ონლაინ რეჟიმში გამართავს

5e8d7a0e6ba6b
ნათია თაქთაქიშვილი
08.04.20 12:20
701
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრას ონლაინ რეჟიმში გამართავს. ამ ნაბიჯით ორგანიზაცია კორონავირუსის პანდემიის პრევენციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია IMF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

როგორც სავალუტო ფონდი იუწყება, ვირტუალური საგაზაფხულო შეხვედრა 14-იდან 17 აპრილამდე გაიმართება და მასში მონაწილეობის მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი.

საგაზაფხულო შეხვედრაზე, IMF-ი წარადგენს გლობალური ეკონომიკის პერსპექტივას, კვლევებს, ანალიზს და რჩევებს.

„COVID-19-ის გამო მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაშია და ეს უფრო უარესია, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისი. ეკონომიკური ზიანი ყველა ქვეყანაში იზრდება. ამ პანდემიის დასაძლევად, გჭირდება გლობალური, კოორდინირებული ჯანდაცვისა და ეკონომიკის პოლიტიკა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით ყველაფერს აკეთებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაზარალებულ ქვეყნებს სწრაფი დახმარება გაუწიოს გადაუდებელი დაფინანსების, პოლიტიკის რჩევებისა და ტექნიკური დახმარების საშუალებებით“, აღნიშნულია IMF-ის ოფიციალურ განცხადებაში.