მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF:''აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომმა, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა 0.8%-ით შეამციროს, რაც შვეიცარიის ეკონომიკის ტოლია"

5da97aa2b9630
მიხეილ ხაჩიძე
18.10.19 14:00
885
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შედეგებმა შეიძლება გლობალური ეკონომიკის ნაწილი, 2020 წლის დასაწყისში გაანადგუროს. საუბარია ისეთი ზომის ეკონომიკაზე, როგორიც შვეიცარიაა,- ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ CNBC– სთან ინტერვიუში გააკეთა.


”2020 წლისთვის უკვე დაწესებული ან გამოცხადებული ტარიფები შეამცირებს გლობალურ მშპ-ის 0,8% -ით. ეს კი მთელი შვეიცარიის  ეკონომიკის ტოლია”- თქვა გეორგიევამ.



როგორც გეორგიევა აღნიშნავს, მხარეებმა საერთო შეთანხმებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.



”ხელშეკრულებისადმი ინტერესი (აშშ-სა და ჩინეთს შორის) მოტივირებულია ძალიან მარტივი, საერთო მიზნით, [ეს] სასარგებლოა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩინეთი უფრო ღიაა შეერთებული შტატებისთვის და უფრო მეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ურთიერთობებზე”,- დასძინა მან.



საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2019 წელს გლობალური ეკონომიკის მშპ-ს ზრდა 3.0% -ით არის განსაზღვურული, რაც ძირითადად აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის მზარდი შედეგებით არის გამოწვეული. აღნიშნული მაჩვენებელი კი, ყველაზე დაბალი პროგნოზია ფინანსური კრიზისის შემდეგ.