მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმის გათვლა, რა გავლენა ექნება კრიზისს ეკონომიკაზე, შეუძლებელია - BDO

5e7e2d0aa4fd7
ნინი ლონგურაშვილი
27.03.20 22:05
1216
“კრიზისის გავლენა ეკონომიკაზე.. ამის გათვლა ახლა შეუძლებელია”, - ამის შესახებ “საქმიან დილის” ეთერში BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, კრიზისის მართვის პროგრამა ფაზებად უნდა დაიყოს.

“საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაში ვიმყოფებით და იმის გათვლა, რა გავლენა ექნება კრიზისს ეკონომიკაზე, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, შესაძლებელია, პროგრამა ფაზებად განხორციელდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე და შესაბამისი ნაბიჯებიც განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

მე გამოვყოფ ვალუტასთან დაკავშირებით საკითხს, ის კომპანიები, რომლებიც ზარალდებიან ამ კრიზისით და შეუჩერდათ მათ სამუშაო, გარდა იმისა, რომ ეს პრობლემა აქვთ, ამას ემატება ლარის გაუფასურება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესებზე, მათ შორის მათზეც, ვინც მუშაობს.

ამისთვის ძალიან სწრაფად უნდა იყოს მიღებული უცხოური ფინანსური ინსტიტუტებისგან დაფინანსება, აქ სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს მიღებული ეს თანხა, პირველ რიგში ეს დროულად უნდა იყოს მიღებული და ეს უნდა მოხდეს სავალუტო ბაზარზე, უნდა მოხდეს საქართველოში, რომ მოხდეს ამ ვალუტით იმ დანაკლისის დაფარვა, რაც გვაქვს ჩვენ. ეს იქნება ტურიზმიდან, ექსპორტიდან თუ ფულადი გზავნილებიდან მიღებული.

მეორე - მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ბიზნესებს, ვისაც შეიძლება არ შეეხოს ეს ვალუტის მიღება უცხოეთიდან მათ რა ეშველებათ, ანუ რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი უნდა იყოს დასაქმებულებზე ზრუნვა, რომ შეინარჩუნონ მათ სამუშაო ადგილები. მაგალითად, დაქირავებული თანამშრომლებისთვის დაწესდეს გარკვეული შეღავათები.

ეს შეიძლება იყოს კომპლექსი სხვადასხვა ნაკრების, შეიძლება ეს იყოს ფაზირებულად, რადგან ჩვენ არ ვიცით ეკონომიკაზე რა გავლენას მოახდენს, ამიტომ სრული ღონისძიებების პაკეტი დღეს მე ვფიქრობ შეუძლებელია ვინმეს ჰქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.