მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: ძალიან მაინტერესებს, რუსულ ვაქცინაში როგორ ჩადგამს ბილ გეითსი თავის ჩიპებს

5f33a3434014f
თამთა ჯიჯავაძე
12.08.20 12:05
5396
არის გარკვეული კატეგორია ადამიანების, რომლებიც მიიჩნევენ რომ დაჩიპავენ და ბილ გეითსმა უნდა დაჩიპოს. ძალიან მაინტერესებს რუსულ ვაქცინაში, როგორ ჩადგამს ბილ გეითსი თავის ჩიპებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე არ იქნება რუსული ვაქცინის კვლევის შედეგები ცნობილი, მანამდე ის ვერაფერს იტყვის.

„სერიოზულად თუ გიპასუხებთ, ძალიან დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა ამ ვაქცინის გამოცდა, და სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები ამ ვაქცინის კვლევის შედეგებზე, რამდენ ადამიანზე იყო და ა.შ, სამწუხაროდ, მის ხარისხზე მე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, რომ Gamaleya Institute-ის შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დარეგისტრირდა. პუტინის თქმით, ვაქცინამ ყველა საჭირო კვლევა გაიარა. თუმცა, როგორც CNN წერს, რუსეთს შესაბამისი სამეცნიერო დოკუმენტები არ გაუსაჯაროებია, ამიტომ უცნობია ზუსტი ინფორმაცია რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა ამ ეტაპზე.