20.მარტი .2020 21:09

იმნაძე: ევროპაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციას ჩვენი ექიმი გაუწევს

views 407
უკან

საგარეო საქმეთა სამინისტროში ექიმი დავსვით, რათა დასავლეთში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს ჰქონდეთ ექიმთან სატელეფონო კონსულტაციის შესაძლებლობა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„პირველ რიგში პირველად ჯანდაცვაში რიგების პრობლემა უნდა მოიხსნას. თქვენც გქონიათ ჩართვები ტელევიზიაში ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომლებიც ევროპაში იმყოფებიან, მათ შორის არიან კორონავირუსით ინფიცირებულები, რომლებიც საერთოდ ექიმს ვერ ნახულობენ და სატელეფონო კავშირზე არიან სახლიდან, თუ მსუბუქი ავადმყოფები არიან.

ასევე ჩვენთანაც პირველი რეკომენდაცია უკვე გაცემულია ჯანდაცვის სამინისტროდან, რომ ასეთი ადამიანები თავიანთი ოჯახის ექიმებთან უნდა იმყოფებოდნენ სატელეფონო კავშირზე, ეს იქნება ჩვეულებრივი გრიპი თუ ვირუსული ინფექცია, და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჯერ არა, მაგრამ ჩვენთანაც იქნება ის დრო, როდესაც კორონავირუსიანი ავადმყოფებიც კი სახლის რეჟიმში იქნებიან და თავიანთ უბნის ექიმებთან ექნებათ სატელეფონო კონსულტაციები“, - განაცხადა იმნაძემ.

„ჯანდაცის სამინისტრო უკვე მუშაობს იმ კონკრეტულ რეკომენდაციებზე, რომ ზოგიერთი არა ისეთი სამედიცინო ობიექტები, რომლებიც არ წარმოადგენენ გადაუდებელი დახმარების საჭიროებას, ისინი მოხვდებიან ჩვეულებრივ რეჟიმში, ანუ დაიხურებიან. მათ შორის მოხვდება ბევრი სტომატოლოგიური დაწესებულებაც... რა თქმა უნდა, უნდა დარჩეს გადაუდებელი დახმარებისთვის გარკვეული სტომატოლოგიური სერვისები, მაგრამ ისინიც მოხვდებიან ამ რეჟიმში“, - დასძინა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა