მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: მინდა ბოდიში მოვიხადო.. იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა

5e9f40a24fa25
თამთა ჯიჯავაძე
21.04.20 22:49
19027
მინდა ბოდიში მოვიხადო, ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მე იძულებული გავხდი, ჩემი თანამოქალაქეები ზედმეტად დამეზაფრა შეიძლება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, მან დაინახა რეალური საფრთხე.

„ხანდახან საჭიროა ხოლმე რომ რეალობას ჩავხედოთ თვალებში, რა რეალობა გველოდა“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, არ შეიძლება ქართველის შვედებთან შედარება, როდესაც საქმე სოციალურ დისტანცირებას ეხება.

„შვედები კარგი მაგალითია, ისინი წყნარი ხალხი, ნორდიკული ხალხია. ცხოვრების წესი აბსოლუტურად სხვანაირი აქვთ. შვედების 50% ცალკე ცხოვრობს, ცალკე ბინა აქვს. შვედებს სოციალური დისტანცირება სულ არ სჭირდებათ. კორონავირუსიც რომ არ იყო.. ერთმანეთს ერთ მეტრზე ახლოს მაინც არ უახლოვდებიან... ძალიან ძნელია შვედი შეადარო ქართველს. ქართველი შევადაროთ იტალიელს, ესპანელს. არ შეიძლება ქართველის შედარება შვედთან, სინგაპურელთან, იაპონელთან. იმათ სხვანაირი კულტურა აქვთ“, – განაცხადა იმნაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის სცენარი, რაც განვითარდა იტალიაში თავიდან ავიცილეთ. ხოლო ინფიცირების შემთხვევების მატების ტრენდი დაახლოებით იგივეა რაც იაპონიაში.