მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძე: „მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში საქეიფოდ ღამე არ წავიდეთ“

60919adc1f560
თამთა ჯიჯავაძე
04.05.21 23:01
7018
"მობილობის შემცირება ნიშნავს იმას, რომ გლდანიდან ვარკეთილში სტუმრად ღამე საქეიფოდ ახლობლებში, ნათესავებსა და მეგობრებში არ წავიდეთ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საღამოს 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ კომენდანტის საათის მოქმედების აზრი არის ის, რომ მაქსიმალურად არააუცილებელი, არასაჭირო და არასასცოცხლოდ მნიშვნელვანი გადაადგილებები იყოს რაც შეიძლება ნაკლები.

„ძირითადი პრობლემა არის სუფრები, ვინაიდან სუფრაზე ძალიანაც რომ გინდოდეს პირბადით ვერ დაჯდები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, ე.წ კომენდანტის საათის გაუქმებას ბიზნესის და მოსახლეობის ნაწილი უკვე თვეებია ითხოვს. სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საღამოს და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მათზე უარყოფითად აისახება. 

“ძნელია, როდესაც აცრილ ტურისტს ვეუბნებით, რომ 21 საათზე სასტუმროში იყოს” - გიდების ასოციაცია