25.ნოემბერი .2021 14:25

იმნაძის აზრით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის" მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია

იმნაძის აზრით, კოვიდგადატანილებისთვის უვადო "მწვანე სტატუსის"  მინიჭების გადაწყვეტილება შესაცვლელია
views 1747
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ ეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც კოვიდ-გადატანილებისთვის "უვადო მწვანე სტატუსის" მინიჭებას ითვალისწინებს.

„ჩემი აზრით შესაცვლელია“– ეს განცხადება მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ კოვიდის ერთხელ გადატანა რეინფიცირებისგან არ გიცავს.

„უკვე გამოქვეყნებულია კვლევები... გარდა ამისა კორონავირუსით რეინფიცირების 5 000-ზე მეტი შემთხვევა ჩვენც გვაქვს ქვეყანაში. კოვიდის გადატანა იმის გარანტიას არ იძლევა, რომ ვირუსი აღარ დაგემართება“, - თქვა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე - მაშინ რატომ მიიღეს უვადო მწვანე სტატუსი იმ ადამიანებმა, ვინც ერთხელ გადაიტანა კოვიდი, მან უპასუხა: „კიდევ დაგროვდება სამეცნიერო მტკიცებულებები და იმედი მაქვს ეს შეიცვლება. ჩემი აზრით შესაცვლელია“.