მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმნაძის პროგნოზით, საქართველოში „ომიკრონი“ ცირკულაციას ერთ თვის განმავლობაში დაიწყებს

61bc70d8dd22f
ვიქტორია მღებრიშვილი
17.12.21 15:38
618
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ „ომიკრონი“ საქართველოში ცირკულაციას ერთი თვის განმავლობაში დაიწყებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო დედამიწაზეა და რაც დედამიწაზეა საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე იქნება ის პერიოდში, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი (ომიკრონი) ცირკულაციას დაიწყებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში კვირაში, დაახლოებით, 100-მდე გამოყოფილი ვირუსის სეკვენირებას ვახდენთ და საეჭვო შემთხვევებს მუდმივად ვიკვლევთ. მუდმივი მეთვალყურეობაა, როდის გამოჩნდება ვირუსი ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა, იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ვნახოთ ბოლო-ბოლო „ომიკრონი“ გამოჩნდება“, - განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე - რამდენად ეფექტიანია ვაქცინაცია კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ, NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილემ განმარტა, რონ აცრები ეფექტიანია.

„ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა „ასტრაზენეკას“ ორი დოზა და „ფაიზერის“ ერთი დოზით აცრის შემთხვევაში, დამცველობითი უნარი 71%-ია, ხოლო „ფაიზერის“ სამი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 75%-იანი დამცველობითი უნარია ანუ სამი აცრა „ომიკრონისგან“ საკმაოდ ეფექტიანად იცავს“, - განაცხადა იმნაძემ და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.