მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმოგზაურე საქართველოსთვის“ – ტურიზმის ადმინისტრაციამ თუშეთში გასტრო-ტური მოაწყო

5f108d1decf0f
BM.GE
16.07.20 21:26
1129
შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის - აღმოაჩინე ის რაც შენია" გრძელდება. სამეგრელოს შემდეგ რიგით მე-4 ტური თუშეთში მოეწყო.

პროექტის ფარგლებში მთიან რეგიონს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძვანელი მარიამ ქვრივიშვილი ეწვივნენ.

„შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ჩვენ ვიმყოფებით თუშეთში, დავიწყეთ კამპანია – „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რის ფარგლებშიც იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში მოგზაურობით. დღევანდელი ტური არის ძალიან საინტერესო, რადგან ჩვენ მოვინახულეთ უამრავი უნიკალური ადგილი, ვიმყოფებოდით კესელოს კოშკებზე, ვესტუმრეთ ასევე თუშეთის დაცულ ტერიტორიებს, ეროვნულ პარკს, გავეცანით ადგილობრივ კულინარიას. ჩვენთან ერთად იმყოფებიან შეფმზარეულები, რომლებიც თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენენ იმ უნიკალური კულინარიის ღირებულებას, რომელიც აღნიშნულ რეგიონს გააჩნია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პროექტის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-ტური მოეწყო. ჟურნალისტებმს, ბლოგერებმა, ფოტოგრაფებმა და ოპერატორებმა ომალოში კესელოს კოშკები დაათვალიერეს, ეწვივნენ თუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრს. ეროვნული პარკის ფიჭვნარში თუშური კერძების მასტერკლასი გაიმართა.

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „იმოგზაურე საქართველოსთვის აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ახდენს.