მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი $1.5 მილიარდით შემცირდა - საქართველოს TOP 10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი

6007ea9e2b374
შოთა ტყეშელაშვილი
20.01.21 12:40
1210

2020 წლის განმავლობაში საქართველოში უცხოური საქონლის იმპორტი $1.5 მილიარდი დოლარით, $8 მილიარდამდე შემცირდა. იმპორტის 15.9%-იანი კლების მთავარი მიზეზი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი იყო. საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ იმპორტის შემცირება პროდუქციის საკმაოდ ფართო სპექტრზე აისახა, 10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია. მათ შორის თანხობრივად ყველაზე დიდი კლება მსუბუქი ავტომობილების მიმართულებითაა, სადაც შემცირება $348 მილიონს აღემატება. 

2020 წლის განმავლობაში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტების ათეული ასეთი იყო:

1. მსუბუქი ავტომობილები - $759.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან  -31.4%;



2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $533.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -11.6%;



3. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $498.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -34.2%;



4. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $327.1 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -7.9%;



5. ბუნებრივი აირი - $294.6 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -10.2%;



6. სატელეფონო აპარატები, სმარტფონები - $164.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -22.3%;



7. ხორბალი და მესლინი - $107.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.9%;



8. სიგარები, სიგარელები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $88.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -15.4%;



9. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $77.1 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,106%;



10. სატვირთო ავტომობილები - $72 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.4%;



11. სხვა დანარჩენი საქონელი - $5.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან -13.3%.