მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორთა კავშირი: ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

612cbd83bc6aa
თელარა გელანტია
30.08.21 15:50
736
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 315.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 316 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 205,2 ათასი ტონა (65,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 104,1 ათასი ტონა (33,0%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 6,1 ათასი ტონა (1,9%);

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 143,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 20,7%; რუსეთი - 123,4 ათასი ტონა - 19,5%; აზერბაიჯანი - 114,3 ათასი ტონა - 18,1%; ბულგარეთი - 92,0 ათასი ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 13,9 ათასი ტონა - 2,2%; თურქეთი - 8,7 ათასი ტონა - 1,4%; ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა - 0,4% და სხვა.