მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტიორთა კავშირი: ლარის გამყარება საწვავის გაძვირებას შეაჩერებს

5f75a0c42ffce
ვიქტორია მღებრიშვილი
01.10.20 13:31
833
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის შეფასებით ლარის სტაბილურობა საწვავის ფასების ზრდას შეაჩერებს. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე შეფასებით, ბოლო პერიოდში საწვავის გაძვირებაზე ძირითად გავლენას ლარის გაუფასურება ახდენდა.

“ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად მყარდება, რაც ოპტიმისტურ მოლოდინებს ქმნის და მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობისათვის. ვიმედოვნებთ, რომ ლარის კურსის გამყარება შემდგომშიც გაგრძელდება.

საქართველოში არსებული საწვავის ფასი დამოკიდებულია ორ ძირითად ფაქტორზე: 1. საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platt’s-ის მიხედვით; 2. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.
ბოლო პერიოდში საწვავის ფასზე გავლენას ახდენდა ძირითადად ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი მნიშვნელოვნად მყარდება (დაახლოებით 13 თეთრით), შეიძლება ითქვას, რომ საწვავის მიმდინარე ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს და არ გაიზრდება, თუ რა თქმა უნდა, ლარი გაუფასურებას არ დაიწყებს“, - წერია განცხადებაში.