მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმპორტირებული სამედიცინო ჟანგბადის ფასი 200%-ით არის გაზრდილი” - კლინიკა "მედალფა"

6176e4370877f
ანუკა ჯოხაძე
25.10.21 23:35
478
2021 წლის 9 თვეში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან 1,241.520 აშშ დოლარის ჟანგბადი შეიძინა. 2020 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 20 890 აშშ დოლარია. გაზრდილი მაჩვენებლები როგორც პანდემიის გამო მომატებული მოთხოვნით, ისე პროდუქტიც გაძვირებით არის განპირობებული.

როგორც კლინიკა "მედალფას" დირექტორი გიორგი ამბროლიანი აცხადებს, პანდემიის პერიოდში თურქეთიდან სამედიცინო ჟანგბადის შეძენა საგრძნობლად გაძვირდა, რამაც კლინიკას ხარჯი ერთიორად გაუზარდა.

“რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ძალიან ინტენსიურად იყო ჩართული ჟანგბადთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. გაზრდილია იმპორტირებული ჟანგბადის ფასი. მეზობელმა ქვეყნებმა 100-200%-ით გაზარდეს ჟანგბადის ფასი. შესაბამისად, ჩვენ მოგვიწია 200%-იანი ფასნამატის გადახდა. ანალოგიურად იყო იმ სახარჯი მასალების შემთხვევაშიც, რაც იმპორტირებულია. ამ დროს ფასები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, არც კლინიკებზე და არც სახელმწიფოზე", - აცხადებს კლინიკა "მედალფას" გენერალური დირექტორი გიორგი ამბროლიანი.

ცნობისთვის, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში საქართველომ ჟანგბადი ყველაზე დიდი რაოდენობით მეზობელი ქვეყნებისგან შეიძინა. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის თანხა ჟანგბადის სანაცვლოდ გადავუხადეთ თურქეთს და აზერბაიჯანს.