მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტის შემცირების ანტირეკორდი - აპრილში 38.5%-იანი კლებაა

5ec38f602f902
შოთა ტყეშელაშვილი
19.05.20 11:53
1093
2020 წლის აპრილში საქართველოს იმპორტი 38.5%-ით შემცირდა, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იმპორტის მოცულობის ყველაზე მკვეთრ ვარდნას წარმოადგენს. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ფონზე, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან ჯამურად $458 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $286.8 მილიონი დოლარით ნაკლებია. ჯამურად, იანვარ-აპრილის განმავლობაში კი იმპორტმა  $2.46 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 11.8%-ით ნაკლებია. ჯამურად, ქვეყნის 10 ძირითადი საიმპორტო საქონლიდან 8-ის იმპორტი შემცირებულია. სრული ჩამონათვალი ასეთია.

საქართველოს 10 ძირითადი საიმპორტო საქონელი

  1. მსუბუქი ავტომობილები - $186.1 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 23.4%;
  2. ნავთობი და ნავთობპროდუქტები -   $171.1 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
  3. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $166.1 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.6%;
  4. ბუნებრივი აირი - $157.7 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%;
  5. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $110.6 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 8.5%;
  6. სატელეფონო აპარატები (სმარტფონები) -  $50.6 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 1.3%;
  7. ელექტროენერგია - $30.6 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 12.9%;
  8. ხორბალი და მესლინი - $27.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 15.7%;
  9. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები (ახალი) - $23.4 მილიონი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 14.5%;
  10. სატვირთო ავტომობილები -  $21.9 მილიონი აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 19.7%;
  11. დანარჩენი საქონელი, სულ - $1.5 მილიარდი აშშ დოლარი, კლება წინა წელთან 11.3%.