მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეამა ქოლექთი ზღვაზე - კაფსულის ყავის ცივი კოქტეილები ბათუმის სანაპიროზეც გამოჩნდა

60f7d37b8462d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.21 12:32
2013
"მეამა" არის კომპანია, რომელიც მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და ცდილობს საკუთარი პროდუქცია, სერვისი და მომსახურება შეთავაზოს მათ ყველგან, სადაც ისინი არიან.

სპეციალურად ზაფხულისთვის და სანაპიროსთვის შექმნილი, განსხვავებული კონცეფციის - მეამა ქოლექთი ზღვაზე უკვე გაიხსნა, სადაც მომხმარებელი ამ ობიექტებისთვის შექმნილი ყავისა და ჩაის, როგორც ახალ, ასევე უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობ სხვადასხვა უნიკალური გემოს კოქტეილებს და მეამას ყავას დააგემოვნებენ.



მეამა ქოლექთი ზღვაზე, ვიზუალურად ძალიან განსხვავდება უკვე არსებული ობიექტებისგან და იქ განსაკუთრებული გემოებისა და ემოციების მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ ბართან დააგემოვნონ უნიკალური გემოს ცივი სასმელები და თავისუფალი დრო განსაკუთრებულ გარემოში გაატარონ.

მეამა ქოლექთის სანაპირო ობიექტები განთავსებულია სანაპიროზე: 26 მაისის ქუჩის მოპირდაპირედ (შერატონთან) და შ.ხიმშიაშვილის N18-ის მოპირდაპირედ (კოლიზეუმთან).

მეამას ახალი ობიექტების არქიტექტურა და დიზაინი, როგორც ყოველთვის არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

ბათუმში მეამა სრული კონცეფციით არის წარმოდგენილი, სანაპიროს ორი ობიექტის გარდა ქალაქში მეამას ბრენდული სივრცე და მეამა ქოლექთის 4 ფილიალია.
(R)