მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 თვეში საქართველომ თურქეთიდან 20 000 ტონამდე ხახვი და ნიორი შეიძინა - სტატისტიკა

63bd0d2567916
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.23 11:24
1008
2022 წლის 11 თვეში საქართველომ 11 მლნ დოლარის ღირებულების 30 958 ტონა ხახვი და ნიორი შეიძინა. ამ პერიოდში აღნიშნული დასახელების საქონლის იმპორტის ღირებულება 25%-ით, მოცულობა კი 14%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თავიანი ხახვის, ხახვი-შალოტის, პრასის, ნივრის და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეულის იმპორტი საანგარიშო პერიოდში 12 ქვეყნიდან ხდებოდა. მთავარი საიმპორტო ბაზარი წლების განმავლობაში კი თურქეთია.

Top-5 საიმპორტო ბაზრის რეიტინგი ღირებულების მიხედვით:

1. თურქეთი - 6.6 მლნ დოლარი, 19 923 ტონა;
2. აზერბაიჯანი - 2.8 მლნ დოლარი, 7 927 ტონა;
3. ჩინეთი - 762 ათასი დოლარი, 1 251 ტონა;
4. ყაზახეთი - 387 ათასი დოლარი, 1 068 ტონა;
5. სომხეთი - 197 ათასი დოლარი, 537 ტონა;

მცირე მოცულობებით ხახვისმაგვარი ბოსტნეული ირანიდან, ნიდერლანდებიდან, ეგვიპტიდან, რუსეთიდან, თურქმენეთიდან, სირიიდან და ესპანეთიდან შემოვიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნიდან ხახვისა და ნივრის ექსპორტის მაჩვენებელი მცირეა და ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტზე მხოლოდ ნახევარი მოდის. გასული წლის 11 თვის განმავლობაში, ქვეყნიდან 920 ათასი დოლარის ღირებულების 2 051 ტონა ხახვი, პრასი, ნიორი და სხვა მსგავსი პროდუქტი გავიდა. რაც 2021 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 72%-ით აღემატება. აქედან 442 ათასი დოლარი ადგილობრივი წარმოების ხახვისმაგვარი ბოსტნეულის ექსპორტზე მოდის.

საექსპორტო ბაზრები კი სომხეთი (652 ათასი დოლარი, 1 840 ტონა) და რუსეთია (267 ათასი დოლარი, 210 ტონა).