მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირბადე 1.20 -1.50 ლარი ღირს”-დეპუტატი პირბადის არტარების გამო ჯარიმის დაწესების წინააღმდეგია

5eddf6351e834
ინგა მურუსიძე
08.06.20 12:26
2898
"თუ მოქალაქეებმა პირბადის გარეშე სიარულისთვის ჯარიმა უნდა გადაიხადონ, მაშინ მინისტრებსაც დაუწესდეთ ჯარიმები და ერთი თვის ხელფასი ჩამოეჭრათ პარლამენტში არმოსვლაზე", - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

"ქართული ოცნების" დეპუტატის ანრი ოხანაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტით, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდება, მთავრობა პირბადის გარეშე სიარულის შემთხვევაში მოქალაქეებს 50-ლარიან ჯარიმას დაუწესებს.

„საზოგადოება, ფაქტობრივად, უკვე აჩვენებს საკმაოდ კარგ მზაობას და გონივრულობას ეპიდემიასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ჯარიმების და დაშინების გარეშეც საკმაოდ ფრთხილობს თვითონ - ამ ფაქტორს მთავრობა არ ითვალისწინებს. ჩემთვის დაშინების გზა მისაღები არანაირად არ არის, რადგან როცა საუბარი არის პირბადეების სავალდებულო ტარებაზე და ამის გამო ჯარიმების დაწესებაზე, მაშინ მთავრობამ, პირველ რიგში, თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ პირბადეების შეძენა 20-30 თეთრად იყოს შესაძლებელი. ახლა აფთიაქებში პირბადე 1.20 -1.50 ლარი ღირს. ვიდრე ჯარიმებზე დაიწყებდა მთავრობა ფიქრს, უნდა შეექმნა პირობები, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ სურვილი, რომ დაეცვათ საკუთარი თავი და ირგვლივ მყოფები, შეძლონ პირბადის ყიდვა. ჯარიმები და შიში არ არის ის ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს ბრძოლის მეთოდი. ამ კანონპროქტს არ ვეთანხმები. სანამ მოქალაქეებს ჯარიმებს დაუწესებენ, სჯობს, თვითონ დაიცვან კანონი. მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრი არ მოდის პარლამენტში, მათთვის ერთთვიანი ხელფასის ჩამოჭრის ჯარიმა დაწესდეს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.