მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამჟამად საქართველოში 1 849 აქტიური კოვიდ-შემთხვევაა - სტატისტიკა

603d273cefd9d
თამთა ჯიჯავაძე
01.03.21 23:50
584
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში Covid-19-ის 1 849 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 270 918 შემთხვევაა დაფიქსირებული - დღეს ზრდა 160 იყო. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 265 523-მდე გაიზარდა, მათ შორის დღეს ზრდა 409 იყო.

გარდაცვლილთა რაოდენობა კი უკვე 3 520-ს შეადგენს. ხოლო ბოლო 24 საათში 10 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, 1 მარტის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 253 ადამიანი იმყოფება. ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 154 პაციენტი მკურნალობს. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 1 510 პირია.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 17947, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13244, PCR ტესტით - 4703 იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 0,89%, ბოლო 14 დღის - 1,9%, ბოლო 7 დღის - 1,44% იყო.