მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMS Health-ი 2020 წლამდე, ე.წ. ჯენერიკების გამოყენებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომიას ელის

56fa723dccb67
BM.GE
29.03.16 16:15
1718
Reuters-ის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ე.წ ჯენერიკების გამოყენება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში 98 მილიარდ ევრომდე ეკონომიას გააკეთებს. MS Institute for Healthcare Informatics-ის ანგარიშის მიხედვით, თანხის დაზოგვა ექიმების განათლებასთან ერთად დამოკიდებული იქნება ასევე საბაზრო სტრატეგიაზე ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე იმუშავებს.
 
IMS Health-ის ექსპერტების განცხადებით, 98 მილიარდი ევროს ეკონომია დაფუძნებულია ძირითად 8 ორიგინალურ ბიოპრეპარატზე. მათ შორის არის Humira (AbbVie) და Herceptin (Roche). პროგნოზის მიხედვით, საშუალო ფასდაკლების ინდექსი 40% იქნება. 30%-იანი ფასდაკლების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება 74 მილიარდი ევროს დაზოგვა და 20%-იანი კლების შემთხვევაში, 49 მილიარდი ევრო დაიზოგება.

ბოლო ორი წლის მანძლზე, ჯენერიკების ინდექსი მათ ანალოგებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.