14.ივლისი .2022 13:58

იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაზე რეკომენდაცია გასცა

იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაზე რეკომენდაცია გასცა
views 2606
უკან

იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაზე რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ იმუნიზაციის საბჭოსგან18 წლიდან ბუსტერ დოზით აცრასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მიიღეს. 

ამასთან, სამინისტროში BMG-ის არ უთხრეს, რამდენ ხანში მიიღებენ ამ რეკომენდაციაზე გადაწყვეტილებას, თუმცა ამბობენ, რომ საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

დღეს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის მქონე 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს. უშუალოდ Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინით აცრა შესაძლებელია 16-დან 18-წლამდე ასაკის პირებისთვის, ასევე, ორსულებისთვისა და 12-დან 15-წლამდე ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის.

რაც შეეხება ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზას, 18-60 წლის ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ადამიანებს შეუძლიათ სასურველი ვაქცინით გაიკეთოთ ბუსტერ დოზა. ე.წ ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინაციის კურსის გასვლიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის საწინაღმდეგო სამი ვაქცინით არის შესაძლებელი: Sinopharm; Sinovac და Pfizer.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა