მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა კოვიდვაქცინაციის 1929 შემთხვევაში დაფიქსირდა – NCDC

61fc26e22e0c0
თამთა ჯიჯავაძე
03.02.22 23:30
533
2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ჯამურად ჩატარდა 2 514 871 აცრა, რომელთაგანაც 1929 შემთხვევაში აღირიცხა იშგამი, ანუ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენა, - ამის შესახებ საუბარია დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებულ 2020-2021 წლების ანგარიშში.

როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, იშგამის შემთხვევებიდან სერიოზულად მიჩნეულია 206 შემთხვევა, საიდანაც 177 პაციენტს გაეწია გადაუდებელი დახმარება.

„206 სერიოზული იშგამის შემთხვევებიდან, იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნულმა კომიტეტმა განიხილა 152 შემთხვევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად, რომელთაგანაც 96 - იმუნიზაციასთან მიზეზობრივ კავშირთან თავსებადია (51 შემთხვევა დაკავშირებული იყო იმუნიზაციისადმი შიშთან, 45 შემთხვევაში დაფიქსირდა ვაქცინურ პროდუქტთან დაკავშირებული რეაქცია), 34 შემთხვევა კლასიფიცირდა, როგორც არათავსებადი იმუნიზაციასთან, ხოლო 20 შემთხვევა, როგორც გაურკვეველი ადეკვატური ინფორმაციის არარსებობის გამო, ერთი შემთხვევის კლასიფიცირება ვერ მოხერხდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში