24.ოქტომბერი .2020 13:04

იმუშავა თუ არა "იმუშავე საქართველოდან" სახელმწიფო პროგრამამ? - შედეგები

views 421
უკან

27 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აპლიკაციების რაოდენობის მიხედვით, 1,000-მდე ადამიანი დარეგისტრირდა "იმუშავე საქართველოდან" პროექტის მონაწილედ და გამოხატა ქვეყანაში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი. ინფორმაცია bm.ge-ს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა.

მათი ინფორმაციით, მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან: 54% ეკუთვნის ე.წ. ფრილანსერებს, 27% - მთლიან განაკვეთზე მომუშავე პირებს, 19% - მეწარმე სუბიექტებს.

პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით წარმოადგენენ 60-მდე სხვადასხვა ქვეყანას.
ტოპ 5 რაოდენობრივი განაწილება მოქალაქეობის მიხედვით არის შემდეგი:
რუსეთი - 29%
აშშ - 18%
ბელორუსია - 5%
იაპონია - 5%
უკრაინა - 4%

მიღებული აპლიკაციებიდან:

დადასტურებულია 660-მდე რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია
დაუარებულია 115-მდე რეგისტრირებული ადამიანის აპლიკაცია

პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 166 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ.

„იმუშავე საქართველოდან“ −პროგრამა 27 აგვისტოდან ამუშავდა, რომელიც 95 ქვეყნის მოქალაქეს, საერთაშორისო კომპანიებში მომუშავე ადამიანებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამით მოსარგებლე ადამიანებს მინიმუმ 180 დღის განმავლობაში შეუძლიათ საქართველოდან საკუთარი პროფესიული მოვალეობის კომფორტულად შესრულება.

პროგრამით სარგებლობის მსურველთათვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით გარკვეული სავალდებულო ეტაპებიც არსებობს. შემოსულმა უცხოელმა სავალდებულო კარანტინი საკუთარი სახსრებით უნდა გაიაროს, ისევე, როგორც თავად უნდა დაიფინანსოს PCR-ტესტირება და ფლობდეს მინიმუმ 6 თვის ვადის მქონე ჯანმრთელობის დაზღვევას. ამასთანავე, მან განაცხადი ელექტრონულ პროგრამა stopcov.ge-ზე უნდა შეავსოს და დაურთოს დეტალური ინფორმაცია როგორც საკუთარი თავის, აგრეთვე დამსაქმებელი კომპანიის შესახებ ვალიდური დოკუმენტაციის თანხლებით, ბოლო 1 წლის საბანკო ამონაწერით კი უნდა დაადასტუროს, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 2000 დოლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა