ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის "იმუშავე საქართველოდან" ფარგლებში, 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
როგორც bm.ge-ს ადმინისტრაციიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ქვეყანას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთა შერჩევის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო კრიტერიუმი საშუალო ყოველთვიური მინიმალური შემოსავალი - 2,000 აშშ დოლარია.
მისივე ინფორმაციით, "იმუშავე საქართველოდან" პროექტის ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია აშშ-ის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, უკრაინის, ახალი ზელანდიის და კანადის მოქალაქეები, სულ - 83. "ვიზიტორები საქართველოში ხანგრძლივი პერიოდით დარჩებიან და დისტანციურად იმუშავებენ", - ამბობენ ადმინისტრაციაში.
მიღებული აპლიკაციების კატეგორიების განაწილება შემდეგნაირია: 53% - თვითდასაქმებული, 28% - სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 19% - მეწარმე.
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ, ტოპ ხუთეულში კი შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ: რუსეთი - 28%; აშშ - 18%; ბელარუსი - 6%; დიდი ბრიტანეთი - 5%; უკრაინა - 5%.
მიღებული განცხადებებიდან უკვე დადასტურებულია 350-მდე დაინტერესებული პირის აპლიკაცია, ხოლო არ დაკმაყოფილდა 80-მდე აპლიკაცია.
“იმუშავე საქართველოდან“ არის პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კოვიდ პანდემიის დროს, რომ მოხდეს ტურიზმის ინდუსტრიის სტიმულირება და წახალისება. ჩვენი მიზანია, პროექტის ფარგლებში სტრატეგიული ქვეყნებიდან ძალიან უსაფრთხოდ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტები, რომლებიც შედარებით გრძელი ვადით იცხოვრებენ ჩვენს ქვეყანაში და დისტანციურად იმუშავებენ საქართველოდან. ძალიან მოკლე პერიოდში, დაახლოებით 1 თვეში 60-მდე ქვეყნის 800-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის განაცხადი გვაქვს მიღებული, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის და დისტანციურად მუშაობის სურვილს გამოხატავს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, ეს პროქტი გათვლილა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე და არა - რაოდენობაზე, ამიტომ კრიტერიუმების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პირობაა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს თვეში მინიმუმ 2000 დოლარი შემოსავალი, რომ აპლიკაცია იყოს განხილული.
„ჩვენ ამ პროექტით ხელს ვუწყობთ უსაფრთხოდ ტურიზმის ამოქმედებას და კიდევ უფრო მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. პროექტი მნიშვნელოვანია კერძო სექტორისთვის, მოხარული ვარ, რომ ათობით სასტუმრო ჩაერთო კერძო საკარანტინო პროექტის ფორმატით, ეს დამატებითი სტიმულია კერძო სექტორისთვის. როგორც იცით, უცხოქვეყნის მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ საკარანტინო ხარჯებს. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ეს პროექტი საერთაშორისო მედიაში, „იმუშავე საქართველოდან“ პროექტის შესახებ სტატიები მომზადდა ისეთ გავლენიან გამოცემებში, როგორიცაა: New York Times, Forbes, Insider და სხვ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი იყოს ცნობადი და შემოვიდეს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების, რაც ჩვენს ეკონომიკას და კერძო სექტორს გააძლიერებს", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ინფორმაციისთვის, "იმუშავე საქართველოდან“ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლის მსურველები https://stopcov.ge/ - ზე წინასწარ სპეციალურ ფორმას ავსებენ და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს. გარდა ამისა, მათ საკუთარი სახსრებით სრულად უნდა უზრუნველყონ 8-დღიანი კარანტინის გავლა და ტესტირება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის