მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში ბენზინის და დიზელის იმპორტი შემცირდა - "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი"

6423e3e9cc155
BM.GE
29.03.23 11:05
522
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 174,1 ათასი ტონა, რაც 8,4 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (182,5 ათასი ტონა) შედარებით.

"მათ შორის, 2023 წლის პირველი 2 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 81,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 92,3 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 48,3 ათასი ტონა (59%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 32 ათასი ტონა (39,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 1,5 ათასი ტონა (1,8%);

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 148,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 85,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 24,6 ათასი ტონა - 14,1%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,4%; თურქმენეთი - 0,2 ათასი ტონა - 0,1%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%", - ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.