მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი"

5f8992ead7ced
ინგა მურუსიძე
16.10.20 16:30
805
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა კახა კალაძემ ჩოხატაურში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობებია შექმნილი. სახელმწიფო რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს და თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. ჩვენი გუნდის სწორი პოლიტიკის დამსახურებით, გაზრდილია დასაქმება, გაზრდილია ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და ტურისტული ნაკადები, რაც რეგიონებში თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

მართალია, კორონავირუსის შედეგად შექმნილი კრიზისის გამო, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის ბევრი მიმართულება დაზიანდა, თუმცა სახელმწიფომ სწორი, დაბალანსებული პოლიტიკით შეძლო ერთი მხრივ, ქვეყანაში ეპიდემოლოგიური ვითარების ეფექტურად მართვა, ხოლო მეორე მხრივ, ეკონომიკური სექტორებისა და კონკრეტული სოციალური ჯგუფების ფინანსური დახმარება, მათი გვერდში დგომა და სტიმულირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაკეთებული საქმეების, ბევრი განხორციელებული პროექტის მიუხედავად, გურიაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ბევრი ადამიანია, ვისაც სახელმწიფოს დახმარება სჭირდება.