მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთის განვითარებისთვის ქუთაისიდან ალტერნატიული გზის მოწყობა მნიშვნელოვანია - ირაკლი გურჩიანი

624c66b7aef29
ლიკა გურაბანიძე
05.04.22 22:00
1327
“სვანეთი ზამთრის კურორტი არ იქნება მანამ, სანამ ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი გზა არ გაკეთდება. პროექტში მთავრობას ფული გადახდილი აქვს და ისე ღრმად შემოდო თაროზე, რომ მგონი ვეღარც პოულობენ.” - ამის შესახებ სასტუმრო “გისტოლას” დამფუძნებელმა ირაკლი გურჩიანმა სვანეთის, როგორც კურორტის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სვანეთის განვითარებისთვის ამ გზის გაყვანა მნიშვნელოვანია.

“სვანეთში 17-ადგილიანი ვერტმფრენი დაფრინავს, რომელიც კვირაში 4 რეისს ასრულებს. დღეში 20 რეისი რომ იყოს, ბილეთები მაინც გაიყიდებოდა. ბაკურიანის და გუდაურის კურორტები კარგია, თუმცა სვანეთში უფრო მეტი აქტივობის განხორციელებაა შესაძლებელი. აქ ბუნება, მუზეუმები და მაგალითად ეთნოტურებიც არის. 9-საათიანი გზა რომ არ იყოს, საქართველოს რეგიონებიდან შიდა ტურიზმი განვითარდებოდა და ხალხი სვანეთში სიხარულით ივლიდა. ახლა, თბილისიდან სვანეთში 5 დღით რომ წახვიდე, 2 დღე გზაში ხარ.” - განმარტა გურჩიანმა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2017 წელს ქუთაისის აეროპორტიდან სვანეთის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო. ალტერნატიულმა ახალმა გზამ ქუთაისი სვანეთთან 2 საათით უნდა დააახლოოს. გადაწყვეტილია, რომ ქუთაისი სვანეთს ცაგერი–ლენტეხის გავლით დაუკავშირდება. ახალი გზის შესახებ პირველად, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.