მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხშირია, როცა მყიდველებმა იპოთეკების სუბსიდიის შესახებ არც იციან - "არსი"

61bb58e40ea97
სალომე მეცხვარიშვილი
17.12.21 10:15
702
„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სექტემბრიდან ამ დრომდე 965 სესხია დამტკიცებული. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მონაცემებით, სესხების ჯამური დამტკიცებული მოცულობა 107 010 382 ლარს შეადგენს.

კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, რომ ოჯახებისთვის იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ცნობადობა მომხმარებელში დაბალია და ბაზრისთვის გადამწყვეტი როლი არ აქვს.

“დღეს მოთხოვნა ისედაც აღდგენილია. ახალი პროგრამა მხოლოდ დამატებითი ინსტრუმენტია იმ მომხმარებლისთვის, რომლებსაც ბინის შეძენა სურთ. ხშირად მომხმარებელმა ისედაც არ იცის სუბსიდიის შესახებ… შეიძლება მოვიდეს მყიდველი და აქ აღმოაჩინოს, რომ სუბსიდიით შეუძლია სარგებლობა”, - აცხადებს ბესო ორთოიძე.

იპოთეკური სესხების სუბსიდიის ახალი პროგრამა მთავრობამ სექტემბერში აამოქმედა. წინა პროგრამა 2020 წელს მუშაობდა და ეხებოდა ყველას, ვისაც სესხი ბინის შესაძენად სჭირდებოდა. ახალი პირობები კი ასეთია - სესხის პროცენტი უსუბსიდირდებათ იმ ოჯახებს/მარტოხელა მშობლებს/ქვრივებს რომლებსაც შვილი მიმდინარე წლის სექტემბრის შემდეგ გაუჩნდათ, ან ჰყავთ სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მსესხებლებს შეუძლიათ პროცენტის მაქსიმუმ 8%-იანი თანადაფინანსება მიიღონ და სახელმწიფო სუბსიდიით 4 წელი ისარგებლონ.

გასულ წელს იპოთეკების სუბსიდიის 6-თვიანი პროგრამის ფარგლებში 8 ათას 500-მდე სესხი დამტკიცდა, ჯამური მოცულობით 828 მილიონი ლარი