15.მარტი.2019 00:12
მსოფლიო

Inc-ი: Apple-მა ტიმ კუკი ელონ მასკით უნდა ჩაანაცვლოს

Inc-ი: Apple-მა ტიმ კუკი ელონ მასკით უნდა ჩაანაცვლოს

ცნობილი გამოცემა Inc-ი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ დიდი ხანია Tim Cook ინოვაციური კუთხით მოიკოჭლებს და კომპანიას ამის გამო შესაძლოა, დიდი ზიანი მიადგეს.

"Apple Watch-ის გარდა, კომპანიას ახალი პლატფორმა ან მოწყობილობა არ შეუქმნია. მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ს რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატა, რევოლუციური ცვლილებები ჰორიზონტზე არ ჩანს. iPad-იც განვითარების ერთ ეტაპზეა გაჩერებული, ტიმ კუკმა მასზე კლავიატურისა და მაუსის დამატების ინიციატივაც დაბლოკა, რადგან ეს პრობლემებს შეუქმნიდა Macbook-ის გაყიდვებს“, - ნათქვამია სტატიაში.

Inc-ი კომპანიის კრიტიკას არ ერიდება და ასევე წერს, რომ Apple ახალი ხედვის და ინოვაციების გარეშე განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს.

როგორც გამოცემა წერს, ელონ მასკი და Tesla საკუთარი ინოვაციურობის გამო, Apple-ის და ტიმ კუკის საპირისპირო მდგომარეობაში არიან, სწორედ ამიტომ გამოსავალი მათთვის ელონ მასკის დაქირავებაა.

"გამოსავალი მარტივი და ნათელია, Apple-მა ელონ მასკი უნდა დანიშნოს აღმასრულებელი დირექტორის ადგილას. ასეთ შემთხვევაში, დაახლოებით, 2025 წლისთვის უკვე ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ", - ნათქვამია სტატიაში; თუმცა იქვე ავტორი დასძენს, რომ კომპანიის მმართველი საბჭო ზედმეტად “უჭკუოა“ იმისათვის, რომ მსგავსი რამ გონებაშიც კი გაივლოს.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

24.მაისი.2019 00:10
47

რიანას კოლექცია, რომელიც მომღერალმა Fenty-სთვის შექმნა

ვრცლად
23.მაისი.2019 23:15
76

Ford–ი ამანათების დამრიგებელ რობოტებს ტესტავს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:00
72

Honda 137 000 ავტომობილს უკან გაიწვევს

ვრცლად
23.მაისი.2019 19:44
92

დონალდ ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვრცლად
23.მაისი.2019 11:22
125

Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს

ვრცლად
23.მაისი.2019 10:14
186

"მაკდონალდსი" ფუტკრებისთვის

ვრცლად