მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათი", ჯერჯერობით, არ უქმდება

60acb8168d72a
ინგა მურუსიძე
25.05.21 12:44
1472
საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროს გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ე.წ. "კომენდანტის საათის" მოხსნა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

ასე უპასუხა ღიბრაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - მოიხსნება თუ არა "კომენდანტის საათი" სრულად.

„ყველა შეზღუდვა და რეგულაცია, რომელსაც ვაწესებთ, არის თანმიმდევრული და უკავშირდება არსებულ ეპიდვითარებას. შესაბამისად, თუ იქნება საშუალება, რომ კიდევ უფრო შემსუბუქდეს შეზღუდვები, ეს მოხდება, მაგრამ თუ გაუარესდა სიტუაცია, შეიძლება, ქვეყანა იძულებული გახდეს, რომ მთავრობამ დამატებითი რეგულაცია შემოიღოს", - განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ: უწყებათშორისმა საბჭომ "კომენდანტის საათის" მოქმედების ხანგრძლივობა შეამცირა. კერძოდ, ამ დროისთვის მოქალაქეებს გადაადგილება 23:00-დან 05:00 საათამდე აქვთ შეზღუდული.