მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდივიდუალურ სანქციებს საქართველო არ აწესებს - ლევან დავითაშვილი

629f9286bf69b
ალა ისპირიანი
07.06.22 22:34
1089
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველო სანქციების ნაწილია, თუმცა ინდივიდუალურ სანქციებს ქვეყანა არ აწესებს.

ლევან დავითაშვილის მოსაზრებით, ინდივიდუალური სანქციების დაწესების შემთხვევაში შესაძლოა საქართველომ მეტი ეკონომიკური ზიანი მიიღოს, ვიდრე სანქცირებულმა ქვეყანამ.

„იყო გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, საქართველო არის თუ არა სანქციების ნაწილი. რა თქმა უნდა, საქართველო არის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ნაწილი და ამას დიდი პასუხისმგებლობით ასრულებს, თუმცა ინდივიდუალურ, დამატებით სანქციებს საქართველო არ აწესებს. თუ საქართველო ინდივიდუალურ სანქციებს შემოიღებს, შეიძლება ჩვენთვის ზიანი მეტი იყოს, ვიდრე სანქცირებული ქვეყნის“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, გარდა სანქციების მაქსიმალურად დაცვისა, სახელმწიფო კერძო სექტორთან კოორდინაციით ქვეყნის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის შემსუბუქებასაც ცდილობს.

„სახელმწიფო სტრუქტურები ქართული ბიზნესის ინფორმირებას ახდენენ, რათა ჩვენ არ მოგვიწიოს საერთაშორისო შეჯერებული პოზიციების დარღვევა. პირიქით ამას საქართველო პასუხისმგებლობით ასრულებს. ვცდილობთ მაქსიმალური კოორდინაციით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოვახერხოთ, რომ სანქციების ეფექტი, რომელიც საკმაოდ მძიმეა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ. კერძო სექტორს მეტი ინფორმირება სჭირდება, რათა ქვეყანამ და ბიზნეს აქტორებმა ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო გადაწყვეტილება შევასრულოთ და ავიცილოთ დიდი ეკონომიკური ზიანი", - აღნიშნა დავითაშვილმა ონლაინ დისკუსიის დროს, რომელიც სანქციების პრაქტიკულ ანალიზსა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს ეხებოდა.