მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდივიდუალური მოხმარების მოწყობილობა, რომელიც ჰაერს ფილტრავს

5e1c9c9471853
BM.GE
13.01.20 22:15
1309
რამდენიმე დღის წინ ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2020-ზე ინდივიდუალური მოხმარების მოწყობილობა გამოჩნდა, რომელიც ჰაერს ფილტრავს.

კომპანია “Ao Air”-ის მიერ წარმოებული პროდუქტი “Atmos”-ი პირბადისებურია და $350 ღირს.

კომპანიას სურს, რომ ეს პროდუქტი ჰაერის დაბინძურების პრობლემის ერთგვარი გამოსავალი იყოს. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, პროდუქტი სახეს არ ეხება და კომფორტულიცაა: “ჩვენი გამჭვირვალე დიზაინის მოწყობილობა ცხვირზე მაგრდება ისე, რომ ადამიანებს თქვენი სახისა და ღიმილის დანახვის საშუალებასაც კი აძლევს”.

ამ ეტაპზე წინასწარი შეკვეთების გაკეთება დაწყებულია, თუმცა პროდუქტის მიწოდება 2020 წლის ზაფხულიდან დაიწყება.