მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება

6194b724311ba
ინგა მურუსიძე
17.11.21 12:03
1106
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის სამშენებლო პროცედურები გამარტივდება. 

კახა კალაძის თქმით, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, ხოლო უკვე დაჯარიმებულ ნებართვის მფლობელებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ, გაუუქმდათ ჯარიმა.

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ამარტივებს სამშენებლო პროცედურებს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის. კერძოდ, მოიხსნა საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება.

რაც შეეხება არაინდივიდუალურ სახლებს, ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმების წარუდგენლობაზე პასუხისმგებლობისგან განთავისუფლდნენ 2022 წლის 1 იანვრამდე, თუმცა მათ დარჩათ ვალდებულება წარადგინონ საეტაპო ოქმები და საჭიროების შემთხვევაში დასკვნები“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით მოქალაქეებისთვის შემცირდება ბიუროკრატიული პროცედურები და ფინანსური ხარჯი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშენებელო პროცესის კონტროლი შესუსტდება.

„ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური სახლების მშენებლობის პროცესის კონტროლი სუსტდება. მშენებლობის ნებართვის მფლობელმა სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას თან უნდა დაურთოს შეფასება ობიექტის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ცვლილებების მიზანია, მოქალაქეებს ავარიდოთ ბუნდოვანება და შევამციროთ ბიუროკრატიული პროცედურები, ასევე ავარიდოთ ფინანსური ხარჯი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.