მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ინდივიდუალური ტურისტების რიცხვი “დრიმლენდ ოაზისში” წელს ძალიან შემცირდა”

5f6771248abba
თათია კაკიაშვილი
20.09.20 20:30
867
„ინდივიდუალური ტურისტების რიცხვი, შარშანდელთან შედარებით, ძალიან დაკლებულია“, - ამის შესახებ „დრიმლენდ ოაზისის“ მფლობელმა კოკა გეგუჩაძემ გადაცემაში “ფორბს კვირა” განაცხადა.

„სულ 3 სეგმენტი გვაქვს: ტურისტული კომპანიები, კონფერენციები და ინდივიდუალური დამსვენებლები. ახლა აღარც კონფერენციები ტარდება, აღარ არის არც ტურისტული ჯგუფები და ინდივიდუალური დამსვენებლებიც, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უფრო ნაკლებად გვყავს. თუმცა, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, მუშაობს ობიექტები“, - განაცხადა გეგუჩაძემ.

ცნობისთვის, „დრიმლენდ ოაზისის“ სასტუმროს კომპლექსი აჭარის რეგიონში, ჩაქვში 10 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს.