მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’

5da43851d4872
მიხეილ ხაჩიძე
15.10.19 00:30
9584

74 წლის აზიმ პრემჟი წარმოშობით ინდოელი მილიარდერი და მსხვილი ინდური კომპიუტერული კომპანია Wipro-ს ხელმძღვანელია. მას ასევე "ინდოელ ბილ გეითსაც" ეძახიან.

მილიარდერი ცნობილია ფილანთროპიით. გასულ წელს მან თავისი ფონდის (Azim Premji Foundation) საშუალებით ინდოეთის მიუდგომელ სოფლებსა და ეკონომიკურად ღარიბ რეგიონებში განათლების დონის ამაღლებაში დიდი ფული ჩადო. ამან კი, ბიზნესმენის შემოსავლები გაანახევრა. შედეგად, Forbes India-ს უმდიდრესების რეიტინგში ის მეორედან მე-17 პოზიციაზე გადავიდა.

ამჟამად ბიზნესმენის ქონება 7,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა; 2018 წელს კი, მისი ქონება 21 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა.

Forbes India-ის თანახმად, წელს ინდოელ მილარდერთა მთლიანი სიმდიდრე საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, 14 მდიდარ ადამიანს გასულ წელთან შედარებით მინიმუმ 1 მილიარდი დოლარით ნაკლები დაუფიქსირდა. ხოლო რეიტინგში ცხრა ადამიანი წელს ვეღარ მოხვდა. 100 უმდიდრესი ინდოელის მთლიანი ქონება კი, 8%-ით შემცირდა და 453 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემჟი ერთადერთი ინდოელი მილიარდერია, რომელიც უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მიერ ინიცირებულ დაპირებას - The Giving Pledge-ს შეუერთდა და პირობა დადო, რომ მისი შემოსავლების მინიმუმ 50%-ს ქველმოქმედებას მოახმარს.