25.მარტი .2020 13:08

ინდოეთი 21-დღიან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

views 474
უკან

ინდოეთის მთავრობა დღეიდან 21-დღიან საგანგებო მდგოამრეობაზე აცხადებს, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გნაცხადა, რომ ქვეყანაში ვირუსის ჯგუფური გავრცელების შემთხვევები ამ ეტაპზე არ აღინიშნება და საგანგებო მგდომარების გამოცხადება COVID-19-ის პრევენციას ემსახურება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ინდოეთის მთავრობა შეაქო დროული რეაგირებისთვის, რაც მოიცავს შიდა და საერთაშორისო ფრენების, ასევე ტურისტული ვიზების გაცემის დროებით შეჩერებას.

25 მარტის მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 562 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +26), გარდაიცვალა 10 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 40 ინფიცირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა