მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი Facebook-ს და Twitter-ს ახალ რეგულაციებს უწესებს

604b71978dad1
ნათია თაქთაქიშვილი
12.03.21 21:00
729
ინდოეთის მთავრობა სოციალურ პლატფორმებს Facebook-ს და Twitter-ს ახალ მკაცრ რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინდოეთის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებული ახალი წესების მიხედვით, სოციალურ პლატფორმებს მოუწევთ ანგარიში გაუწიონ მომხმარებლების საჩივრებს და თვეში ერთხელ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ შესაბამის ორგანოს იმასთან დაკავშირებით თუ რა სახის საჩივრები მიიღეს და რა რეაგირება მოყვა აღნიშნულ საკითხებს კომპანიების მხრიდან.

მარეგულირების განმარტებით, სოციალური მედიის პლატფორმებს მოუწევთ ამოიღონ ან შეზღუდონ ისეთი ვიდეოები, რომლებიც არაეთიკურ კონტენტს შეიცავს და უხამსი ქცევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული პლატფორმები დიდი პოპულარულობით სარგებლობენ ინდოეთის მოსახლეობას შორის, სადაც Facebook-ს 410 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, ხოლო Twitter-ს 17.5 მილიონი.