მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების გამოყენებას დროებით აჩერებს

5ea019b25a427
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.20 23:00
1911

ინდოეთის სამედიცინო კვლევითი საბჭო ქვეყნის მედპერსონალს ურჩევს, არ გამოიყენოს სწრაფი ტესტები მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რადგან ბევრ ტესტს დეფექტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც საბჭო იუწყება, ხშირ შემთხვევაში სწრაფი ტესტის დადებითი პასუხი სანდო არ არის, რადგან განმეორებით ტესტირებისას ხშირად მოდის განსხვავებული პასუხები, რაც იმის ნიშანია, რომ თავად ტესტები შეიძლება უხარისხო იყოს.

ინდოეთში COVID-19-ზე ტესტირება სულ 462,621 ადამიანს ჩაუტარდა, დადებითი პასუხი სულ 20, 178 ადამიანს ჰქონდა. ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია 640–ზე მეტი ადამიანი.