მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის შესახებ აცხადებს

5f0ee8e571bd3
ნათია თაქთაქიშვილი
15.07.20 22:00
1293
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო კრონავირუსის შემთხვევების ზრდაზე აცხადებს. სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 30,000 შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 582 გარდაცვალების ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 936,181 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი, გარდაიცვალა 24,309 ადამიანი, ხოლო 600,000 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

ინდოეთის სამედიცინო კვლევითი საკონსულოს განცხადებით, ქვეყანაში დაახლოებით 12 მილიონი კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი იქნა ჩატარებული ვირუსის გავრცელებიდან დღემდე.