ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს.
"კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარული და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს", - განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა ნარმალა სითარამანამ.
მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია და სხვა გეოპოლიტიკური აქტორების მიერ შესაბამისი რეგულატორული ჩარჩოს მომზადება.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტები ოფიციალურად ინდოეთის მეზობელ სახელმწიფოში, ჩინეთშიც აკრძალულია. მკაცრი რეგულაციებისა და მონიტორინგის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტებით სარგებლობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, რაც, ექსპერტების შეფასებით, დეცენტრალიზებული ბლოკჩეინ სისტემების მდგრადობაზე და აკრძალვების არაეფექტიანობაზე მიუთითებს.
საგულისხმოა, რომ წლის დასაწყისში ინდოეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობამ კრიპტოინდუსტრია ფინანსურ პირამიდას და "სპეკულაციურ ბუშტს" შეადარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი