მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი მზადაა, კორონავირუსის ვაქცინის თემაზე რუსეთთან ითანამშრომლოს

5f461ab1ad666
ნათია თაქთაქიშვილი
26.08.20 15:25
1098
ინდოეთი მზად არის, რუსეთთან კორონავირუსის ვაქცინა Sputnik-V-ისთან დაკავშირებით ითანამშრომლოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ვაქცინა Sputnik-V-ის გამოჩენის შემდეგ ინდოეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მას შემდეგ, რაც ძირითად პუნქტებზე შევთანხმდებით, ინფორმაციას აუცილებლად გავასაჯაროებთ“, - განაცხადა ინდოეთის ჯანდაცვის მინსტრმა რაჯეშ ბუშანმა.

როგორც გამოცმა წერს, დანარჩენ დეტალებზე ჯანდაცვის მინისტრს არ უსაუბრია.

გასულ კვირას, რუსეთის საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ ინდოეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ვაქცინის კლინიკურ კვლევებში მას შემდეგ, რაც მედიკამენტი ოფიციალურად დარეგისტრირდება. 

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაზე მოსკოვში დაფუძნებული Gamaleya Institute-ი მუშაობს, ხოლო რუსეთის მთავრობამ ვაქცინა იმაზე ადრე დაამტკიცა, ვიდრე მედიკამენტი კვლევის ყველაზე საჭირო „მესამე ფაზას გაივლის“.