მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთი Twitter-ს პანდემიიის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტების აღებას სთხოვს

60869c76dd4a9
ნათია თაქთაქიშვილი
26.04.21 23:00
575
ინდოეთის მთავრობა სოციალურ პლატფორმა Twitter-ს პანდემიის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტების აღებას სთხოვს. ქვეყნის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული პოსტები მოსახლეობაში პანიკას თესავს და უსაფუძვლო შიშებს აჩენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ როგორც ინდოეთის მთავრობა აღნიშნავს, ინფორმაცია ცრუა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიზუალური მასალა ქვეყნდება სოციალურ ქსელში, სწორედ ამ მიზნით მათ დაახლოებით 100-მდე პოსტის მოხსნა მოითხოვეს.

„მაშინ როდესაც მთელი ინდოეთი მამაცურად ებრძვის კორონავირუსის პანდემიას, სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რაც საზოგადოებაში პანიკის დათესვის წინაპირობას ქმნის. ქვეყნის მთავრობა მიესალმება ჯანსაღ კრიტიკას და ასევე რჩევებს, რომელიც დაგვეხმარება პანდემიის დამარცხებაში, მაგრამ ვთვლით, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით აუცილებელი ზომებია გასატარებელი“, - აღნიშნულია ინდოეთის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

ინდოეთის მთავრობის განცხადებას Twitter-ის წარმომადგენელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზად არიან COVID-ის მართვასთან დაკავშირებით კრიტიკული პოსტები შეისწავლონ და დაადგინონ რამდენად შეესაბამება ისინი რეალობას.

შეგახსენებთ, ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 352,991 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში აღრიცხული კოვიდ-ინფიცირებულების მსოფლიო ანტირეკორდია. ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში კორონავირუსით 2,812 ადამიანი გარდაიცვალა.

ამრიგად, ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 17 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ინდოეთში სულ 195,123 პაციენტი ემსხვერპლა.