08.თებერვალი .2023 16:16

ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა
views 532
უკან

ინფლაციური წნეხის დასაძლევად, ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის 25 საბაზო პუნქტით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

გამკაცრების შედეგად, ძირითადმა რეფინანსირების განაკვეთმა ქვეყანაში 6.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ინდოეთის სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

წლიური ინფლაციის დონე ინდოეთში ამჟამად 6%-ის ფარგლებშია, ცენტრალური ბანკი კი წლის ბოლომდე მისი 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მომდენო 2024 წელს, ამ შემთხვევაში პროგნოზი 5%-ის ფარგლებშია.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი სრულად არ დაიძლევა.