მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5f1abde9ad5f6
ნათია თაქთაქიშვილი
24.07.20 22:20
1008
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 740 პაციენტი. ამის შესახებ ინფრომაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მთავრობის მიერ ჩატარებული ანტისხეულების ტესტირების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში კოვიდინფექცია ნიუ-დელის მცხოვრებლების მეოთხედს გადატანილი აქვს. ეს 40-ჯერ მეტია, ვიდრე ოფიციალურად აღრიცხული ინფიცირებულების რიცხვი.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში COVID-19-ს 30 601 ადამიანი ემსხვერპლა. ამრიგად, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვით ინდოეთმა საფრანგეთს გადაუსწრო.

გლობალური მასშტაბით ინდოეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მეექვსე ადგილზეა. მას უსწრებს აშშ, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა და იტალია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსით ჯამურად 1,3 მილიონი ადამიანი დაავადდა.